LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში მოდა, როგორც ინდუსტრია არ არსებობს – სოფო ჭყონია

123
sofo-chkonia-news23234-2019-11-06-13-40-15-576335

მოდა შეიძლება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელი ნაწილი იყოს, თუმცა ამ სფეროს სჭირდება მხარდაჭერა და ინვესტიციები, – ამის შესახებ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი სოფო ჭყონია აცხადებს. საკითხზე მან BMGDrive-ში ისაუბრა და თქვა, რომ დღეს საქართველოში მოდა, როგორც ინდუსტრია არ არსებობს.

როგორც ჭყონია ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათები ჰქონდეს. მაგალითისთვის, სოფო ჭყონია პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს ასახელებს, რომელშიც სახელმწიფოს მხარდაჭერას დიდი წვლილი აქვს.

“იგივე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერაა აუცილებელი, რადგან მოდის კვირეული როცა არის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ აქ არის სტაბილურობა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის, ქვეყანაში არსებობენ დიზაინერები და ეს დიზაინერები მარტო ხომ არ მუშაოებენ, ისინი ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებენ”,- ამბობს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი BMGDrive-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები