LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში მშენებლობა მიმდინარეობს იმ სტანდარტებით, რომელიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს – მშენებელთა ასოციაცია

156
shutterstock-755298262

დღეს, საქართველოში მშენებლობა მიმდინარეობს იმ სტანდარტებით, რომელიც ძველ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს, – ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

საკითხზე ანა საბახტარიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ სამშენებლო სექტორში ახალი, ეროვნული სტანდარტები არ არის განსაზღვრული. „სამწუხაროდ, ხედვა, თუ სად მიდის დღეს სამშებელო სექტორი, რა არის ძირითადი გამოწვევები და როგორ უნდა დაიძლიოს ის, არ არსებობს. შესაბამისად, თითოეული კომპანიის წარმატება, მენეჯერების პირად უნარებზეა დამოკიდებული”, – განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი და იქვე დასძენს, რომ ვერანაირი მენეჯერული უნარით ვერ შეძლებს კომპანია დაძლიოს გამოწვევა, თუ არ არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა.

მშენებლობის სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მუდმივად მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილიც. გასულ კვირას მან თქვა, რომ 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა. „ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით „გვერგო” კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი. 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა“ – განაცხადა როსტომაშვილმა. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება…

4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა – ირაკლი როსტომაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g