საქართველოს უმეტეს რეგიონში 19 იანვარს ამინდის გაუარესება და თოვაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით მოთოვს ქუთაისში, ფოთში, მესტიაში. თოვს ჭიათურში.
თოვაა მოსალოდნელი ბორჯომში და დღის მანძილზე იქნება მცირე ნალექი.
მესტიასა და გუდაურში დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუს ჩამოცდება.
თოვაა მოსალოდნელი გორში. მოთოვს ცხინვალშიც.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში და მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი.
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია თოვლჭყაპი.