LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს შეიძლება რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს

47

საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებს და ცნობილი გახდება, გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები.

კომიტეტის სხდომის გამართვამდე კი, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ვარაუდობს.

როგორც ”ფორტუნას” არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ განუცხადა, ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს ამის შესაძლებლობა ექნება.

”ეკონომიკური ზრდისთვის, ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საჭიროა. მით უმეტეს, რომ ვალუტის კურსის გამყარების ფონზე, ინფლაცია მიზნობრივზე შედარებით ნაკლები იქნება და, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს ექნება იმის საშუალება, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან ცოტა ქვემოთ დაწიოს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ძალიან დიდი ნახტომი”, – აცხადებს კეპულაძე

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა მიმდინარე წლის 9 მარტს გაიმართა. მაშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იყო და განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნეს–სესხების გაძვირებას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

 

 

mazda magti 5g