LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს შემთხვევებმა იკლო: თბილისში 1504-ია – რეგიონების სტატისტიკა

154
thumbs-b-c-a32fd153fbf170ac876f41b9f8687c50

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

გამოვლინდა კორონავირუსის 3 128 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 045

 

”დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია:
თბილისი – 1 504 შემთხვევა (გუშინ იყო 2 157),
აჭარა – 576,
იმერეთი – 212,
ქვემო ქართლი – 129,
შიდა ქართლი – 101,
გურია – 87,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189,
კახეთი – 116,
მცხეთა-მთიანეთი – 105,
სამცხე-ჯავახეთი – 97,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 938 პირი, აჭარაში – 14 779, იმერეთში – 5 243“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g