LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს შენი დაბადების დღეა, მარო. ვიცი და მწამს, რომ კარგად ხარ. ისევ ისეთი ლამაზი და მოღიმარი ხარ“ – მარიამ შენგელია ავარიის დროს გარდაცვლილ მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს

475
მარიამ შენგელია

2025 წლის 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდში ცხოვრობდნენ და ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძე იყო.

დღეს მარიამს 23 წელი შეუსრულდებოდა. სოციალურ ქსელში მარიამს მისი მეგობრები იხსენებენ.

მათ შორის არის მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც ბავშვობის მომღერალს იხსენებს.

„დღეს შენი დაბადების დღეა, მარო. ვიცი და მწამს, რომ კარგად ხარ. ისევ ისეთი ლამაზი და მოღიმარი ხარ. მიყვარხარ მარო, მიყვარხარ.“ – წერს მარიამ შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g