LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სიკვდილიც კი საშიშია, იმდენად ცუდი და ბოროტული განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ნიკა ფარულავა

118
Capture8888888888888888

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფება, სადაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს. აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ შენობის მისამართით საღებავები ისროლეს და კვერცხები დაუშინეს.

აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები დაუშინეს

ფარულავას განცხადებით, „დღეს სიკვდილიც კი საშიშია, იმდენად ცუდი და ბოროტული განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“. მისივე განმარტებით, სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტიტუცია ბოროტებას ემსახურება.

„დღეს სიკვდილიც კი საშიშია, იმდენად ცუდი და ბოროტული განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ნებისმიერ ჩვენგანს ხელისუფლების გამო რამე რომ მოუვიდეს და სიცოცხლე უბრალოდ დავკარგოთ, ჩვენს ოჯახს იმაზე მოუწევს ფიქრი, როგორ შეგვინარჩუნონ სახელი, რითიც უფრო დიდ დარტყმას მიაყენებენ ჩვენს ოჯახებს. შსს-ს ქმედებები 5 ივლისის დღიდან, ეს განცხადება და ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, არსებობს ამ ქვეყანაში სახელმწიფოც, ყველა ინსტიტუცია, მაგრამ ემსახურება ბოროტებას“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას.

„ქართული ოცნების“ ოფისთან კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები