LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სუს-ის უფროსი პარლამენტში მივა

327
vaxo susi

პანკისში ჩატარებული სპეცოპარაცია, მაჩალიკაშვილის საქმე, ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთიდან მომავალი საფრთხეები – ეს ის მთავარი თემებია, რაზეც დღეს პარლამენტარები სუსის უფროსს შეკითხვებს დაუსვამენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა ნახევრად დახურული იქნება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათ დახურულ რეჟიმში უნდა იმსჯელონ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ინფორმაციები საიდუმლოა.

ეს ფორმატი ოპოზიციისთვის მიუღებელია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ კითხვა-პასუხის ნაწილიც ღია უნდა იყოს.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დღეს 12:00 საათზე ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები