ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სიმსივნის დიაგნოზის დაბრუნების შესახებ აცნობა, სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს. უამრავი ადამიანის გამოხმაურებისა და გვერდში დგომის შემდეგ, ლიკა აღნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერამ მას სიცოცხლის იმედი დაუბრუნა.
როგორც ლიკა გაგნიძე წერს, მიღებული შეტყობინებების რაოდენობა მოლოდინს აჭარბებს და თითოეული ადამიანის კეთილი ნება მისთვის უდიდესი სტიმულია.
ვიდეო: „ისევ იგივე გზა მაქვს გასავლელი, უფრო რთული… 6 ქიმია მითხრეს და უნდა გავიგოთ საოპერაციო ვიქნები თუ არა…“ – ლიკა გაგნიძე, რომელმაც სიმსივნე ერთხელ უკვე დაამარცხა, ბრძოლას ხელმეორედ იწყებს, რისთვისაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
ლიკა გაგნიძე აცხადებს, რომ ქიმიის გაკეთება და მიმდინარე კვლევები ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას, რომელსაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება, დახმარებას სთხოვს.
„უამრავი მესიჯია თქვენგან მოსული სანამ ყველას დაგიბრუნებთ პასუხს და ვნახავ მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გვერდში დგომისთვის, გვერდში დგომაზე მეტია დღეს თავიდან დავიბადე თქვენი წყალობით და იმედით ავივსე![]()
არ ვიცი, როგორ დავიმსახურე ამხელა სითბო და ყურადღება თქვენგან მაგრამ დღეს კიდევ დავრწმუნდი რომ ღირს სიცოცხლეც და ცხოვრებაც, ბანალური იქნება ეს ჩემი სიტყვები, მაგრამ მეტი არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ“, – წერს ლიკა გაგნიძე.
შეგახსენებთ, მანამდე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ დაუსვეს და ახლა მიმდინარეობს გამოკვლევების ჩატარება, რომლის შემდგომაც დადგინდება, ესაჭიროება თუ არა ოპერაციის გაკეთება.
პირადი ნომერი: 35001118546
თიბისი ბანკი: #GE21TB7443645064300083
საქართველოს ბანკი: #GE41BG0000000525932811
