თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქ.N23-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 10:30-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ჭიჭინაძის ქ. N15-27 და ცისკარიშვისლის ქუჩას.
ამავე რაიონში, ფრანგულიანის ქ. N6-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ფრანგულიანის ქუჩას.
ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქ N5-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღმოფხვრის მიზნით,15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ხუდადოვის ქუჩას N1-85-მდე კენტ ნომრებს.
გლდანის რაიონში, გლდანის III მ/რ-ს N 12 კორპუსში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16:00 საათამდე წყალმომარაგება შუწყდება გლდანის III მ/რ-ს 12 კორპუსს.