დღეს უმრავლესობაზე იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც შეადგინეს 10-კაციანი სია, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის ყველა კეთილისმსურველი გაერთიანდა იმისთვის რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისთვის ეჩვენებინდა სწორი გზა, ამ უმრავლესობაზე გაიმარჯვა დღეს იუსტიციის საბჭოსა და სასამართლო ჯგუფის იმ წევრებმა, ვინც იყვნენ 10-კაციანი სიის ავტორები. მათ მოახერხეს პარლამენტში ეპოვათ 87 ლობისტი, რომელსაც არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ეთქვათ – არ ვარგოდა ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებმაც პარლამენტში მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, დამარცხდნენ ქვეყნის მომავლის წინაშე.
“ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ გაუწია წინააღმდეგობა კანონპროექტის ავტორებსა და კლანს, დამარცხდა იმ არჩევანთან, რომლის ერთ მხარეს დგას ქვეყნის მომავალი და მეორე მხარეს – წარსულის ძალადობრივი რეჟიმი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.