LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო, გიმტყუნა მუხთალმა წუთისოფელმა… გული გვტკივა, ჩვენო ნიკა!…“ – ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა მე-12 კლასის კურსდამთავრებულის ტრაგიკულ დაღუპვას გლოვობს

189
ნიკა დვალიშვილი

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-12 კლასის კურსდამთავრებული, ნიკა დვალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდის პედაგოგები და მეგობრები სოციალურ ქსელში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

„ადამიანს ცხოვრებაში უამრავი ტკივილისა და სიხარულის გადატანა უწევს. ხშირად სიხარულს მწუხარება ძლევს. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობდით და უცებ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა. ტრაგიკული აღმოჩნდა 17 სექტემბერი, როცა ჩვენი სკოლის მე-12აკლასის კურსდამთავრებულის, ნიკა დვალიშვილის, დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.

გამოაკლდა ჩუმი,უწყინარი, ზრდილი,თავმდაბალი და ღირსეული ახალგაზრდა თავის კლასელებს. დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო და ახალი ცხოვრება დაგეწყო მაგრამ… გიმტყუნა მუხთალმა წუთისოფელმა მიწა გეცოტავა მეოცნებეს და შეუერთდი ზეციურ სამყაროს. გვენანები, გვიყვარხარ გული გვტკივა, ჩვენო ნიკა! მუდამ ემახსოვრები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, ლასელებს, რადგან სამარადჟამოდ დარჩები ჩვენთან ერთად ლამაზ მოგონებად“, – წერს წერს სოციალურ ქსელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ჩოლოკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g