LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

95

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა.

სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად დაესწრება დავით რაქვიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები