LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვაქცინააციის ეროვნული გეგმა დამტიცდა – მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე უნდა იყოს მოცული

94
გაბუნია

“დღეს მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტიცდა, რომელიც  წლის ბოლომდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გზაამკვლევი იქნება,” – ამის შესახებ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მიისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდეიყოს მოცული. ის იმისთვისაა, რომ ბუნებრივი იმუნიტეთითა და ვაქცინით, ჯამურად მოსახლეობის უმრავლეობა  იმუნური პასუხით იყოს დაცული და მან მოგვცეს შესაძლებლობა, იმისა რომ ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები აღარ იყოს,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, პირველი, ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა კი მისი თქმით, ჯამურად 71 ათასია, ხოლო მოცვის მაჩვენებელი 65%. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის მუშაკების შემდგომ, პირველ სამიზნე ჯგუფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შემდეგ, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალი აიცრება.

“ჩვენი მიზანი იქნება, პირველივე ეტაპზე, 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკი აიცრას და ეს მაღალი ალბათობით ამ წლის პირველ კვარტალში მოხდება. შემდგომ მოჰყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალი აცრა, ეს გახლავთ: ხანდაზმულთა ცენტრები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც სამიზნე ჯგუფი 2600 მოიცავს. შემდგომი აცრა ასაკობრივ ჯგუფებზე იქნება – 75 წლის ზემოთ პირები,  ასევე 65-7 წლამდე პირები. ეს გახლავთ პირველი ჯგუფის ბენეფიციარები,” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები