LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვართ, უბრალოდ, ერთი დიდი ფულის სამრეცხაო, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს და ეს სამომავლოდ შექმნის პრობლემებს – ოთო აბესაძე

181
oto-abesadze_w_h

რუსული ფული და მისი გადმორიცხვები – ეს არ არის „ინვესტირება” ქართულ ეკონომიკაში, ეს ბევრად მავნებელი მანიპულაციაა – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს.

ის საკუთარ მოსაზრებას დეტალურად ხნის:

1️⃣ რუსეთიდან ირიცხება ფული საქართველოში სხვადასხვა სწრაფი გზავნილის მეშვეობით, ან შემოდის ქეში. (90% – ის შემთხვევაში ეს არის რუბლი);

2️⃣ საქართველოში ამ შემოსულ ფულს აკონვერტირებენ ლარში, შემდეგ EURO/USD – ში და ან ხდება მისი მეშვეობით კრიპტოვალუტის USDT – ს შეძენა;

3️⃣ აღნიშნული ფული საქართველოში ჩერდება მაქსიმუმ 48 საათი. შემდეგ ეს ფული ან უკან ირიცხება (USDT) რუსეთში, ან საქართველოში გახსნილი ანგარიშების, ან შპს-ების მეშვეობით გადის ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში სვიფტით.

მთავარი პრობლემა და „ხვრელი” არიან ის ორგანიზაციები, მაგალითად – „ზალატაია კორონა”, სადაც ხდება რუბლის ლარად გაქეშება, ანუ ფულის გარეცხვა. რეალურად არანაირ ფინანსურ ნაკადებში საქართველო არ ჰყვება. დღეს ვართ, უბრალოდ, ერთი დიდი ფულის სამრეცხაო, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს და ეს სამომავლოდ შექმნის პრობლემებს“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.

მისივე განმარტებით, ანალოგიური „სამრეცხაოები” არის რეგიონში და ევროპის ბევრ ქვეყანაში შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g