ახალგაზრდა ქალის მაია მაჭარაშვილის გარდაცვალებას, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „მაიკო ყველგან და ყოველთვის იყო, რის გამოც ყველა ჩვენგანის გულსა და თვალს მოაკლდება“.
„დღეს ვფიქრობდი, რანაირი იყო მაიკო, ყველგან იყო.
თბილისში, იმერეთში, ენგურის ხიდზე, საცხობელაში, აქციებზე, სამსახურში, ბარში.
ყველგან და ყველასთან იყო, ამიტომ მოაკლდება ყველა ჩვენგანის გულს და თვალს“, – წერს ბელა მაღლაფერიძე.