LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ… თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა“ – კოლეგები თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობებიან

176
თენგიზ ცერცვაძე (1)

„უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ – 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე“ – ამის შესახებ განცხადებას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

ცენტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა:

„დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ…
უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ – 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.
შეუფასებელია მისი ღვაწლი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებებების და ზოგადად, ქართული მედიცინის განვითარებაში. იგი იყო ქვეყანაში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. მისი ძალისხმევით, საქართველომ შესძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი, ასევე B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის კლინიკური მართვის წარმატებული განხორციელების საქმეში.

„ამ ადამიანის მასშტაბს მივხვდი ერთი უბრალო ისტორიით… მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან რომ პირბადის გარეშე შევიდა… რომ მას გადარჩენის ბრძოლის რწმენა გასჩენოდა და არა ,,სასიკვდილოდ მონიშნულის“ ხელჩაქნეულობა… “ – რა ისტორიას იხსენებს ანი ჭანკოტაძე თენგიზ ცერცვაძეზე
2009 წელს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
ბატონ თენგიზს, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო დონის მეცნიერის, ღვაწლმოსილი ექიმისა და ყველასათვის სამაგალითო ადამიანის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის.
თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა“ – წერს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი.

„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას – თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო“ – შალვა პაპუაშვილი

დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ… უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ – 76 წლის…

Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g