LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესასწაულების შემდეგ წონის კორექციისთვის 7 რჩევა

121
healthy_food_choices_plate_1200x750-71da9fa6cde798a2d2cd11e9de3ed552

წონის კორექცია ახალი წლების შემდეგ მართლაც რომ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია. წონის კორექციის რეალისტური გეგმის შედგენა, სადაც ჯანსაღი საკვები და მეტი ვარჯიშია გათვალისწინებული, დასახულ მიზანთან მისასვლელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

თუკი წონის კორექცია ნამდვილად გსურთ, დაისახეთ მიზანი, არ დაარღვიოთ თქვენი თავისთვის მიცემული პირობა და დარჩით ბოლომდე მოტივირებული. ეს რჩევები კი ამ პროცესში ნამდვილად დაგეხმარებათ.

1. წონის სწრაფად კლების გზებს მოერიდეთ
სწრაფი შედეგის მისაღებად ადამიანები ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან საზიანოა და ხანგრძლივ შედეგზეც არ არის გათვლილი.

2. პორციების ზომები განსაზღვრეთ
სწორად გაზომეთ პორციები რომელსაც მიირთმევთ და რაციონიდან ზედმეტი მარილის, შაქრის და ცხიმების ამოღებაც არ დაგავიწყდეთ.

3. საკვები ნელი ტემპებით მიირთვი
თქვენს ორგანიზმს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ტვინს სიმაძღრის სიგნალი მისცეს. ამიტომ, თუკი ზედმეტად სწრაფად მიირთმევთ, იმაზე მეტ საკვებს იღებთ ვიდრე გჭირდებათ.

4. დალიეთ წყალი ჭამის წინ
ბოლო დროს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ზედმეტ წონასთან მებრძოლი ადამიანები, ვინც კვების წინ წყალს მიირთმევდა, წონას ბევრად ადვილად უმკლავდებოდა, ვიდრე ისინი ვინც ამ ჩვევაზე უარს ამბობდა.

5. გააჯანსაღე საკვები
ჯანსაღი საკვები საკმაოდ მრავალფეროვანია და თქვენი გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი პროდუქტის მოძებნა არ უნდა გაგიჭირდეთ.

6. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის
ჯანსაღი კვება ფიზიკურ აქტივობასთან ერთად სასურველი წონის შენარჩუნებისთვის ნამდვილად აუცილებელია.

7. დაიხმარეთ ოჯახი
კარგი იქნება, თუკი თქვენს ჯანსაღ არჩევანს თქვენი ოჯახიც გაითვალისწინებს. შექმენით საინტერესო და გემრიელი კერძები ერთად, გააკეთეთ პატარა მარათონი და დაპატიჟეთ ყველა ახლობელი, ვინც წონის კორექციაზე უარს არ იტყოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები