LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში 3 000 ადამიანის აცრა გვჭირდება, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს: თამარ გაბუნია

94
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, “ქვეყანაში ყოველდღიურად 3000 ადამიანის აცრაა საჭირო, რათა ვაქცინაციის პროცესით იმ სამიზნეებს მიუახლოვდნენ, რაც მათ აქვთ“.

გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესი თავიდან კარგად დაიწყო, თუმცა ტრაგედიამ, რომელიც მეგი ბაქრაძეს გადახდა თავს, სამედიცინო პერსონალში დაბალი აქტივობა გამოიწვია. მისივე თქმით, ბოლო დღეებში გაიზარდა ასაცრელად რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა, რაც იმით არის განპირობებული, რომ იმუნიზაციის პროცესში 65 წელს ზევით ასაკის მქონე მოქალაქეებიც ჩაერთვნენ.

„პროგრამა ძალიან სწრაფად და კარგად იკრეფდა ძალას, მაგრამ მომდევნო დღეს მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ სამედიცინო პროფესიონალებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი აქტივობა. დღეს უკვე, 10 000-ზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა. აქედან რამდენია „ფაიზერი“ და რამდენი „ასტრაზენეკა“, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჯამურად, 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია. აქტივობა იყო, როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ მიმართულებით და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ვიდრე ქვეყანაში არ იყო რეალურად ხელშესახები ვაქცინა, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნებოდა, მასიური საინფორმაციო კამპანია გვეწარმოებინა. ახლაც, ვიდრე თვითმფრინავი აეროპორტში არ დაჯდება, მესიჯების გავრცელებას ძალიან ფრთხილად ვცდილობთ. ჩვენ გარკვეულწილად, ვეყრდნობოდით იმ დაშვებას, რომ ჩვენი პირველი ჯგუფი იყო სამედიცინო პერსონალი, ვისთანაც ამ ტიპის ინფორმაცია მეტად ახლოსაა. ამდენად, ასეთი დეტალური განხილვა და საზოგადოებისთვის ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება აქამდე არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა და ახლა, ეს პროცესები მეტად აქტიურად წავა, გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რა არის ვაქცინის რეალური სარგებელი და რა რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ “პირველ არხთან” საუბრისას.

magti 5g