LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება” – აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს

172
2024-04-17_22-09-57_884709

გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტთან გამართულ აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა.

აქციის მონაწილეებმა ,,ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილების მისაღებად 1 საათი დრო მისცეს.

,,1770 წელს, 17 აპრილს ტოტლებენმა მიატოვა საქართველო აწყურის ციხესთან; 17 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” მიატოვა საქართველო. დაივიწყა კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ.

ყველა თმა დათვლილია როგორც სახარება გვეუბნება დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს.

ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g