LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღესვე შევუსრულებ“ – რა ურჩია კესარია აბრამიძემ თათია შარანგიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

3408
თათია შარანგია კესარია აბრამიძე

ტელეწამყვანი თათია შარანგია ტრანგენდერ ქალს, კესარია აბრამიძესთან შეხვედრის და დამეგობრების ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი თათიას აბულინგებდა, კესარიამ ურჩია, მეუღლის, თორაძის გვარი დაებრუნებინა, რის შესრულაბასაც ტელეწამყვანი დღესვე აპირებს.

„Fb-ზეც კი, ვინმეს თუ აბულინგებდნენ, გულს ტკენდნენ, პირველი იყო ვინც გამოენთებოდა და მხარს უჭერდა… ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ბოლოს რომ ატყდა გაურკვეველი აგრესია ჩემს და ჯარჯის მიმართ, არ ეზარებოდა და სათითაოდ ყველას პასუხს სცემდა. მე მწერდა, ვიცი, რომ ახლა სწორ ადამიანთან ხარ, რომელიც გულს არ გატკენს, დატკბი და შეირგე ცხოვრება ამ ვაჟკაც ბიჭთან ერთადო.

სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა
თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო – ამას დღესვე შევუსრულებ… 😭
როცა გადაცემაში მოვიდა, ხომ უკვე ვიცოდი რა ვიზუალის იყო. გეფიცებით, თვალს ვერ ვაშორებდი, ისეთი ნაზი იყო, ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი ადამიანი. ყველა იქ მყოფი, კომპლიმენტებით აგვავსო…
არ გეპატია სილამაზე და გამბედაობა. მშვიდად განისვენე ჩვენო კარგო და კეთილო ადამიანო“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

„შენ იყავი ზედმეტად კარგი ამ ქვეყნისთვის, სადაც რეალობა შეცვალე და შენი წასვლითაც შეცვლი!“ – ნინა წკრიალაშვილი კესარია აბრამიძეზე

ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები