LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება რურუას გათავისუფლება, რასაც სულმოუთქმელად ველი: შავგულიძე

81
BeFunky-collage (2)

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, რომ შეთანხმება გამოიყენოს კონკრეტულად მისი რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის და გასცდეს ამ შეთანხმების ფარგლებს, სულისკვეთებას, ასეთ შემთხვევაში, დამოუკიდებელ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება.

“დღეს დიდი, არსებითი მუშაობა ალბათ ვერ გვექნება. ვფიქრობ, დღევანდელი დღის ყველაზე ეფექტური შედეგი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან აქეთა მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან პირობა შესრულებულია. ჩვენ დავრეგისტრირდით, შემოვედით პარლამენტში, მზად გვაქვს და ხელთ გვაქვს ასევე ამნისტიის აქტის ჩვენეული ვარიანტი. ძალიან დიდი იმედი მინდა, ვიქონიო, რომ შევძლებთ ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ერთიანი, სწორი ვარიანტი იქნება წარდგენილი.

ხელისუფლება თუ სხვანაირად წაიკითხავს იმ შეთანხმების პირობებს და წარადგენს, მაინც დაიჩემებს ისეთ პირობებს, ჩვენ მოგვიწევს ალტერნატიული პროექტის წარდგენა. ამ ეტაპის შემდგომი გაგრძელება, აი, ჩვენი პარლამენტში შემოსვლის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს დღესვე პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება, რასაც მერწმუნეთ, სულმოუთქმელად ველი, ვინაიდან სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ადვოკატი გახლდით გიორგი რურუასი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, დაბრალებული დანაშაულით არის ოთხწელ მისჯილი“. – განაცხადა შავგულიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები