LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელი მატჩის მოლოდინში, წარმატებები ბიჭებს“ – პრემიერი ეროვნულ ნაკრებს შვილებთან ერთად გულშემატკივრობს

181
ირაკლი კობახიძე, ეროვნული ნაკრები

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლუქსემბურგთან დღეს დაგეგმილ მატჩში წარმატებებს უსურვებს.

„დღევანდელი მატჩის მოლოდინში.

წარმატებები ბიჭებს“, – აღნიშნულია პრემიერის პოსტში, რომელსაც თან ერთვის ირაკლი კობახიძის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგთან „დინამო არენაზე“ გაიმართება.

თბილისის მერის თქმით, 27 თებერვალს 24 საათის განმავლობაში მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. აქედან გამომდინარე, მერიის გადაწყვეტილებით, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება 22 მარტის დილის 7 საათამდე დროებით შეიზღუდება.

„შეიძლება ცოტა იწვიმოს, მინდა ყველას ვთხოვო, თბილად ჩაიცვით“ – საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები