LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო – „დაიან ფონ ფურშტენბერგის“ მწვანე პალტოში გამოწყობილი მელანია ტრამპი ბავშვებს ზღაპარს უკითხვას

105
melania201216

20 იანვარს მელანია ტრამპი თეთრ სახლს ოფიციალურად დატოვებს. ამ დრომდე კი ჯერ კიდევ მოქმედი ქვეყნის პირველი ლედი ოფიციალური მოვალეობების შესრულებას განაგრძობს. ამჯერად ის ვაშინგტონის ნაციონალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც პატარა პაციენტებისთვის ზღაპარი წაიკითხა. მელანიამ საკითხავად ტოდ ციმერმანის ზღაპარი შეარჩია, მის მოსასმენად კი სპეციალურად მოწყობილ აუდიტორიაში მხოლოდ ორი პაცინეტი მივიდა.

მედიაში წერენ, რომ ამის მიზეზი პანდემიაა და არა თავად პაციენტების უარი. მელანია ტრამპმა ლოტოტრონით თავად ამოიღო იმ ორი იღბლიანი ბავშვის სახელი, ვისაც წიგნი პირადად წაუკითხა, დანარჩენები პირველ ლედის დიდი ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g