LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

860
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც ენერგეტიკულად რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი ქცევა და გამონათქვამები. არ ღირს პროვოკაციას აყოლა და კამათში ჩაბმა. მოერიდეთ საეჭვო და ნეგატიური აურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს ალერგიული და ბიოლოგიური დანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მირთმევა. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელ, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მერწყულს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები