LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2556
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა ძველი ვალებისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებისთვის, ამიტომ ეცადეთ სწორედ დღეს დაასრულოთ ძველი საქმეები და ძველი ურთიერთობები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭის, ფილტვების და კანის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალერგიული და ბიოდანამატებით მდიდარი პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას და ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები