LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2372
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:00-დან 14:03 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კონფლიქტური დღეა. განსაკუთრებით გართულდება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის გამონახვა და მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება. მოიმატებს ილუზიებისა და ცრუ დაპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, კოსმეტიკური და წყლის პროცედურებისთვის, ფილტვების და ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

* დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ფირუზი, ობსიდიანი, მარგალიტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები