LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

859
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მეგობრული და ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, შეუპოვარი და მიზანდასახული, ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის რეტროგრადულობა სამი კვირით შეაფერხებს მგზავრობას და მოგზაურობას, ნებისმიერი ფორმის კომუნიკაციას, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების გაფორმებას და ახალი იდეების განხორციელებას. არაა გამორიცხული მწყობრიდან გამოვიდეს საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში გამოასწოროთ ძველი შეცდომები და დაასრულოთ ძველი პროექტები, გათავისუფლდეთ ძველი ნივთებისა და ურთიერთობებისგან.

მოერიდეთ ტრაბახს და საკუთარი ამბიციებით გარშემომყოფების შეწუხებას, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებებს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კუჭ-ნაწლავისა და ფილტვების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალერგიული საკვების და ბიოლოგიური დანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები