LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2137
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი მეგობრული და მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

თავი შეიკავეთ ოფიციალური საბუთებისა და დოკუმენტების ხელმოწერისგან, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თხილით და წიწიბურათი, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლალი, სარდიონი, ციტრინი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები