LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2065
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. დაძაბულობა პიკს 10:55 საათზე მიაღწევს და 11:00 საათამდე გაგრძელდება. მზის, სატურნისა და ნეპტუნის დაპირისპირება მთვარესთან ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მომატებს აგრესიის და გაღიზიანების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა. მოერიდეთ ხალხმრავლობას და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა. უახლოეს 6 თვეში სერიოზული პრობლემები შეექმნება საბანკო და საფინანსო სისტემას, პედაგოგიურ და მედიცინის სფეროს, არაა გამორიცხული ახალი დაავადებების გაჩენა და გავრცელება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ფულის სესხება და ვალად აღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – აქატი, გიშერი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები