LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

181
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მორიელის მეტად მებრძოლი სულისკვეთების, ლიდერულ და აქტიურ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის ორგანიზებულ, დისციპლინურ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ქალწულში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული ტენდენციები განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაცია – დღის განმავლობაში გამარტივდება მიზნის მიღწევა და მოიმატებს ადამიანებში ინტუიცია, შესაძლებელია პერსპექტივების გაფართოებაც. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული, პირდაპირი ან მეწვრილმანე – ეს მხოლოდ გაამწვავებს ურთიერთობებს და გამოიწვევს ემოციურ დაძაბულობას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში სასურველია შეიტანოთ მეტი კომპოტი, მწვანილი, თევზეული, ხილი და ნუში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ნეგატიურია სიყვარულისა და ქორწინების, გამოცდების ჩაბარებისა და ახალი მეგობრობისთვის. ასევე არ არის ხელსაყრელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდება საფინანსო და საბანკო ოპერაციების ჩატარებაში, სწავლასა და გასაუბრებებში – ამ მიმართულებით დღე წარმატებულია.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: ყვითელი და მწვანე იასპი, ონიქსი, აქატი და ოპალი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერები: ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები