LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2112
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. დღე შეუპოვარი და მიზანდასახული მორიელის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

„სელენას’’ ანუ მფარველი ანგელოზის შვიდი თვით (2024 წლის 17 ივნისამდე) კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, პრაგმატულობას და წინდახედულობას, მოთმინებას და თავშეკავებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენის სურვილს გააძლიერებს, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს აგრო და სამშენებლო ბიზნესის, ხელოვნების დარგების და საბანკო სექტორის განვითარებას.

სულიერი წონასწორობის დაცვის დღეა, რომელიც მართალია, პოზიტიურად ჩაივლის, მაგრამ საღამო მაინც რთული და პრობლემური იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და პრაგმატულობა პრობლემების გადაჭრისას.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ გამონახოთ საერთო ინტერესები, რადგან ასე ბევრად სწრაფად შეძლებთ დაახლოებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისა და კუჭის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და რძის ნაწარმით. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ოპალი, აქატი. ქრიზოპრაზი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g