LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

187
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პლანეტა ნეპტუნის და შეათის ვარსკვლავის ენერგიების შერწყმის შედეგად, 30 მარტამდე მომატებს წყალთან დაკავშირებული კატასტროფების, მათ შორის ღვარცოფებისა და წყალდიდობების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – გაუფრთხილდით პარტნიორს, არ ღირს მისი ღალატი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გარკვევისთვის, ბინის კეთილმოწყობისა და დიზაინის შეცვლისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბიის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ბოლქვოვანი ნაყოფებით. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი დღეა ყელ-ყურისა და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, წითელი, შავი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები