LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

486
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული, დისციპლინირებული და ორგანიზებული კუროს, მთვარე კი, ამაყი და ამბიციური, თუმცა მეტად მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ხასიათშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, საჭირო  კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ზედმეტ ნერვიულობას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან რძის პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – სამწუხაროდ, ახდება მხოლოდ ცუდი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g