LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1370
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და თავისუფლების მოყვარე მერწყულის, მთვარე კი, მებრძოლი და უშიშარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

დღეს მეტი ტაქტის და დიპლომატიის გამოჩენა მოუწევთ მამაკაცებს, რადგან ქალბატონები, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა, უმიზეზოდ გაბრაზდებიან და გაღიზიანდებიან.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ სარკაზმს და ეჭვიანობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მიირთვით ხილი და ბოსტნეული, თავი შეიკავეთ ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და თმის შესაჭრელად. მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, ობსიდიანი, მარკანი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g