LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1493
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:52-დან 11:31 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია შურის და ბოღმის, ჭორების და ინტრიგების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორისთვის პრეტენზიების გამოთქმას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საქმიანი შეთავაზებების განხილვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭის და ფილტვების სამკურნალოდ, თავი შეიკავეთ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, აქატი, ქრიზოპრაზი, ოპალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები