LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

721
cagareli

მზის ლომის ზოდიაქოს ნიშანში ადამიანებში ერთის მხრივ, სიყვარულს, შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს, მეორეს მხრივ, ლომისთვის ჩვეულ სიზარმაცეს, სულსწრაფობას და უყაირათობას გააძლიერებს.

კარგად გაიაზრეთ ყველა მოქმედება, ეცადეთ გამოავლინოთ ინდივიდუალიზმი და პროფესიონალიზმი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში მაქსიმალურად მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ავეჯის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელება, მსხვილი კაპიტალის დაბანდება და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და თოფაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გააძლიერებენ წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს და მშვილდოსანს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ მორიელი და თხის რქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g