LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2254
მიხეილ ცაგარელი

დაასრულეთ საქმეები და შეასრულეთ გაცემული პირობები.

კარგი დღეა უთანხმოების მოგვარებისა და მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კანისა და ფილტვების სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწიბურათი და ჭვავის პურით, რძის პროდუქტით და ციტრუსით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები