LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3142
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული(უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დილით, 09:41 საათზე იწყება და დღის 12:21 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – ადამიანებში საგრძნობლად მოიმატებს ინტუიცია. თუმცა, დღეს მაღალია დაცინვის, მოტყუების, ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა, ამიტომ იყავით ფრთხილად. გაძლიერდება დაინტერესება მისტიკური, ეზოთერული და რელიგიური საკითხებისა თუ შესაბამისი ლიტერატურისადმი.

მოერიდეთ რემონტის დაწყებას, მანიკურის და პედიკურის გაკეთებას, თმის შეჭრასა და შეღებას. ნუ გასცემთ საიდუმლოს და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს. არ არის სასურველი უჰაერო სივრცეებში ყოფნა. დღევანდელი დღე არ უწყობს ხელს სასიყვარულო კონტაქტებს, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობები – ძალიან კარგი პერიოდია, შესაძლებელია ახალი საქმის ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების მკურნალობა. ასევე სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

მოერიდეთ რენტგენს, სხივურ თერაპიას. კვების რაციონში ნუ შეიტანთ ხორცისა და რძის ნაწარმს, რადგან ეს დღეს ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმის იმუნიტეტზე. იყავით ფრთხილად პროდუქტის შერჩევისას. ძილის წინ კი გონებას ზედმეტი ინფორმაციით ნუ გადაღლით.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, აქვამარინი, ნეფრიტი, სერდოლიკი და ბერილი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ცისფერი და ყვითელი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძის და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელის და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები