LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

822
მიხეილ ცაგარელი

კეთილი საქმეების კეთების დღეა.

მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს და დეტალებს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სიმართლის გაგებას.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შეძენისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დაკავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები