მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00-დან 19:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შეძენისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დაკავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, რადგან მაღალია ინფარქტების და ინსულტების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებს კუროს.