LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

619
ჰოროსკოპი

დღეიდან ცის კაბადონზე 18 ოქტომბრამდე ინტელექტისა და კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, რის გამოც ამ პერიოდში  იგი ითხოვს ჩვენგან ძველი დაუსრულებელი იდეების ან კონტაქტების გააზრებას და მათ ახლებურად განვითარებას.

ეს პერიოდი არ არის კარგი ახალი საქმის დასაწყებად, აქ სიახლეების დრო არ არის. ეს მოვლენა უფრო მეტად გაართულებს კომუნიკაციებს ადამიანებს შორის. დღეიდან მოლაპარაკება ნაკლებ შედეგიანი იქნება.

საკვებ რაციონში შეიტანეთ თაფლი, ხილი, ყურძენი. მინერალებიდან  პრიორიტეტი მივცეთ თოფაზის, აქვამარინის, გიაცინტის ქვათა გამოყენებას. ტანსაცმლის ფერებიდან აირჩიეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი. ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

რთული და ნეგატიურია ეს დღე სიყვარულისთვის და ქორწინებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვისთვის, მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას.

დადებითი დღეა დღეს ლომისთვის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნეგატიურია კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები