LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2191
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:15-დან 12:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, გადაამოწმეთ ყველა საბუთი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა რთული საკითხების განხილვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საქმიანი და პირადი შეხვედრების, კონფერენციების და პრეზენტაციების მოწყობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კბილების და სახსრების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს, ბრონქებს და ფილტვებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ზურმუხტი, აქატი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები