LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3426
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:00-დან 21:35 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 9 ივნისამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, იუმორის გრძნობას, ანალიზის და ლოგიკურად აზროვნების უნარს, მეორე მხრივ, სულსწრაფობას და უყაირათობას, მერყეობასა და ზედაპირულობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს სერიოზული თემების განხილვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, აუქციონებისა და რეკლამისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ცისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები