დღევანდელი დღე გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიკით. მზე იმყოფება ვერძის ნიშანში, რაც გვმუხტავს აქტიურობით, კომუნიკაბელურობით, უშიშარი და მებრძოლი სულისკვეთებით. პარალელურად, მთვარე იმყოფება სიყვარულით აღსავსე ლომის ზოდიაქოში. ეს კომბინაცია თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტ ენერგიასა და თვითდაჯერებულობას აჩენს.
დღის რეკომენდაციები – დღეს გაცილებით ნაყოფიერი იქნება ერთობლივი საქმე, ვიდრე ხანგრძლივი დისკუსია. მოიმატებს ადამიანებში მომხიბვლელობა, საქმიანი წარმატების შანსი და სასიცოცხლო ენერგია. თუმცა აუცილებელია საკუთარი ხასიათის კონტროლი, შესაძლებელია იგრძნოთ სიამაყის გადაჭარბებული მატება ან სიზარმაცისკენ მიდრეკილება.
დღე რთული და ნეგატიურია ფინანსური გარიგებებისთვის და საცხოვრებლის შეცვლისთვის. არ ვარგა ნიშნობა და ქორწინება. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ნერვიულობას და გაუფრთხილდით გულს. კარგი დღეა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ასევე საჩუქრების შესაძენად. ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, ახალი თანამდებობის დაკავებას, ახალი სამსახურის დაწყებას. დადებითია მეგობრული კონტაქტებისთვის და იურიდიული საქმეებისა და საკითხებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – ეცადეთ უკეთ იგრძნოთ პარტნიორის სურვილები და ზრახვები. ნუ გააღიზიანებთ მათ წვრილმან საკითხებზე ზედმეტი ჩაძიებით.
ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სოლარიუმს, აბანოსა და საუნას.
დღის მინერალები და ფერები – ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე ყველაზე პოზიტიურია ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.