LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1153
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:59-დან 09:31 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორის კონფლიქტზე პროვოცირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სუვენირების და ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თავის და გრძნობის ორგანოების მკურნალობისთვის. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის, რძის ნაწარმის, მარილიანი საკვების და ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები