ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის პირველ საათზე დაიწყება და დღის 16:12 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – დღე ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელმოწერა არ იქნება მიზანშეწონილი. იმოქმედეთ გეგმაზომიერად. შესაძლოა საინტერესო შეთავაზებაც მიიღოთ. კარგი დღეა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, მეგობრული კონტაქტების, სიყვარულისა და ქორწინებისათვის. ხელსაყრელია კოსმეტიკის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ფეხსაცმლისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენა. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველთა კასტრაციას, საღამოს კი – სესხის აღებასა და ბინის შეცვლას. დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას. შესაძლებელია პარტნიორისაგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობა მაღალია, ამიტომ შეინარჩუნეთ ზომიერება.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელების ზონა და შარდსასქესო სისტემა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. შედეგიანია კბილების, ტერფებისა და ხელების მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურები. კარგია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ ბევრი სითხის, მარილიანი და ხორციანი საკვების მიღებას. ნუ მიირთმევთ თაფლს, თხილს და სხვა ალერგიულ პროდუქტებს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ნეფრიტი, ლაზურიტი, ოპალი და თოფაზი. ფერებიდან დღის განმავლობაში პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ბეჟ და ცისფერ ტონებს, საღამოს კი – წითელ, შავ და მწვანე ფერებს. ეს ტონები გაზრდის თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროსა და მორიელისთვის, რომლებსაც ყურადღება მართებთ მაქსიმალური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.