დღე გეომაგნიტურია, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზია დღევანდელი სავსემთვარეობა. იგი პიკს აღწევს 14:04 საათზე, რის შემდეგაც იწყება მთვარის მესამე ფაზა. სავსემთვარეობა მძიმე კოსმიური ენერგიების მატარებელია, მზე და მთვარე ურთიერთწინააღმდეგობაში იმყოფებიან, რაც თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე ხდება. ეს ზეგავლენა დღის განმავლობაში ადამიანებში გამოიწვევს აგრესიას, დეპრესიულ განწყობას, კონფლიქტურობასა და ხასიათის ცვალებადობას. ასევე მოიმატებს ტყუილებისა და ცდუნებების ალბათობა.
დღის რეკომენდაცია – დღეს თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას, ასევე ყიდვა-გაყიდვით ოპერაციებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ემოციების კონტროლს. მეტი დრო დაუთმეთ სახლსა და ოჯახს, ახლობლებთან ურთიერთობას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და არ აყვეთ პროვოკაციებს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები ან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის, ხალხური ნიმუშების შესაძენად. არ არის სასურველი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ქორწინება და სახლის მშენებლობის დაწყება.
დღის მინერალები და ფერები – ზურმუხტი, აქატი, მარჯანი და ოპალი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.