LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1490
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. მოიმატებს აგრესიის და დეპრესიის, შეცდომების და ცდუნებების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან. არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ აგრესიას და გარშემომყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორთან ურთიერთობის გარჩევას, არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა და წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, გიშერი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები