LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

634
მიხეილ ცაგარელი

მეტი ტაქტის და დიპლომატიის გამოჩენა მოუწევთ მამაკაცებს, რადგან ქალბატონები, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა, უმიზეზოდ გაბრაზდებიან და გაღიზიანდებიან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, საჯარო გამოსვლებისა და ლექციების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რენტგენს, სხივურ თერაპიას და გინეკოლოგიურ გამოკვლევას. კარგი დღეა მასაჟისთვის, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და ყელ-ყურის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე, ოპალი, ონიქსი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები